суббота, 24 июня 2023 г.

суббота, 28 января 2023 г.

"მიულოცე მეფეს..."

ამ პოსტს საკმაოდ გვიან ვდებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ უნდა დაიკარგოს. 

ეს იყო ვირტუალური აქტივობა. ეს იყო საინტერესო აქტივობა კოვიდ-19 ეპიდემიის დასაწყისში, სახელწოდებით:"მიულოცე მეფეს..."
ღონისძიება ეძღვნებოდა ერეკლე მეფის დაბადების 300 წლისთავსდა ეწოდებოდა "მიულოცე მეფეს...". 

მონაწილე მოსწავლეს უნდა მიელოცა მეფისათვის დაბადების დღე. აქტივობაში მონაწილეობდა სულ სამი მოსწავლე კლასიდან - თამარ ყელბერაშვილი, გვანცა კაკაშვილი და საბა ლომაძე.  სამწუხაროდ, მხოლოდ საბას ნამუშევარი შემომრჩა. 



суббота, 2 января 2021 г.

ვირტუალური კარნავალი

ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია.  ის ასოცირდება ნაძვის ხის ლამაზი სატამაშოებით მორთვასთან, ფერდ-ფერად განათებებთან, საახალწლო წვიმებთან, მაშხალებთან, თეთრ-წითელ სამოსში გამოწყობილ თოვლის ბაბუასთან,  რომელსაც უამრავი საჩუქრით დატვირთული, ტკბილეულითა და ნუგბარით სავსე ხურჯინი მოაქვს...  

ოდითგანვე იყო დამახასიათებელი საქართველოს ყველა კუთხისათვის თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, თეთრ-ნაბადშემოხვეული და ხურჯინგადაკიდებული მხიარული და თეთრწვერებიანი მოხუცი თოვლის ბაბუა, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა.

თოვლის ბაბუასთან და ახალ წელთან ერთად ოჯახში მეკვლეც შემოდიოდა. ეს ტრადიცია საქართველოში დღემდე არსებობს. მეკვლე იყო კაცი, რომელიც პირველი შეაბიჯებდა ახალ წელს ოჯახში. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი აღმოჩნდებოდა ის წელი ოჯახისთვის, ამიტომ ცდილობდნენ, რომ ცუდი ფეხის მქონე მეკვლედ არ აერჩიათ.  მეკვლეს ოჯახში აუცილებლად მრავალფეროვანი ტკბილეულით და ნუგბარით სავსე ხონჩა უნდა შეეტანა და დაელოცა იგი.  

5 ა კლასმა ვირტუალურად აღნიშნა ეს ჯადოსნური დღესასწაული და მრავალ ადამიანს ამით მიულოცა ახალი წელი.  გთხოვთ, თქვენც ეწვიეთ ჩვენს საახალწლო ზეიმს.... 

საახალწლო... - Kizoa Movie Maker

ჩვენი პირველი გამოფენა

ეს გახლავთ 5 ა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - პირველი  ვირტუალური აქტივობა, რომელიც განხორციელდა დამრიგებლის ფ. სიდამონიძის ინიციატივით და ხელოვნების მასწავლებლის ნატო ბარბაქაძის აქტიური შრომით.  ამ თემაზე მუშაობისას გამოიკვეთა მოსწავლეთა ნაწილი, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული შემოქმედებითი ნიჭი.  გამოფენისათვის გამოვიყენეთ სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმები. საბოლოოდ მან ასეთი სახე მიიღო: 





















უფრო დაწვრილებით იხილეთ გამოფენა მოცემულ ადგილას და თქვენი შთაბეჭდილებებიც დაგვიტოვეთ კომენტარებად.